“მინისტრის საათის“ ფორმატში ხვალ, პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოსმენა გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრის მოსმენა სავარაუდოდ 20 თებერვალს გაიმართება.
ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.
“მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.