დავით ზალკალიანი აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიოტ ენგელთან გამართა შეხვედრა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას და კმაყოფილებით აღინიშნა თანამშრომლობის ის უპრეცედენტოდ მაღალი დონე, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირდა.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელიოტ ენგელს საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებისთვის, რაც მხარეთა შეფასებით საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მკაფიო მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ მისი მკაფიო დამგმობი პოზიციისთვის და საკანონმდებლო ინიციატივების დონეზე გამოხატული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობას. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ს, მათ შორის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.

აღინიშნა საქართველოს წარმატება დემოკრატიული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით. საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს