დავით ზალკალიანი - საქართველო არის მთელს რეგიონში ამერიკის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მხარდამჭერი

ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი მათთვის, ვინც რუსეთის უკანონო ქმედებას მხარს უჭერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არასდროს არ იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარებული და მიღებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონგრესმენ ფრანცის რუნის მიერ ინიცირებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა, რომელიც საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს არა მხოლოდ აშშ, არამედ ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა, რომელიც გამოიხატება არამხოლოდ რეზოლუციებში და მხარდამჭერ განცხადებებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებში, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ეკონომიკური, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა