სერგი კაპანაძე მიხეილ ბატიაშვილს - თუ დამისახელებთ ერთ შემთხვევას, როცა სამინისტროში შემოსულ წერილზე რეაგირება ნახევარ დღეში მოხდა, ბოდიშს მოგიხდით

თუ დამისახელებთ ერთ შემთხვევას, როცა სამინისტროში შემოსულ წერილზე რეაგირება ნახევარ დღეში მოხდა, ბოდიშს მოგიხდით, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინიტრს, მიხეილ ბატიაშვილს.

სერგი კაპანაძემ განცხადება პარლამენტში, განათლების კომიტეტზე გააკეთა, სადაც გუშინ ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ.

„არ გრცხვენიათ მაინც, 18 დეკემბერს ამ არარსებულ „ანონიმშიკს“ პასუხი რომ გაუგზავნეთ? უნდა გრცხვენოდეთ, რომ ანგარიში ჩააბარეთ, თუ როგორ ჩაატარეთ ეგზეკუცია სკოლაში. თუ მიიღეთ ეს პასუხი და იცოდით, რომ ეს ადამიანი და ეს მისამართი არ არსებობდა, ამაზე რაიმე განცხადება რატომ არ გააკეთა არავინ? იცოდით, რომ ეს გაკეთდა, მაგრამ ჩუმად იყავით“, - მიმართა კაპანაძემ მინისტრს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა