არჩილ თალაკვაძე - განათლების მინისტრი ამ მძიმე საუბარს ისმენს, ბრალდებებს პასუხობს, ამ ემოციურ ფონზე შეხედეთ ადამიანს, როგორ განიცდის

განათლების მინისტრი ამ მძიმე საუბარს ისმენს, ბრალდებებს პასუხობს, ამ ემოციურ ფონზე შეხედეთ ადამიანს, როგორ განიცდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს უსმენდნენ. თალაკვაძე ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს გამოეხმაურა მინისტრის მისამართით და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია პარლამენტის წევრებმა კომიტეტზე ბრალდებები წაუყენონ ადამიანს.

„მინისტრი აქ არის და ამ მძიმე საუბარს ისმენს, ბრალდებებს პასუხობს და ამ ემოციურ ფონზე ადამიანს შეხედეთ, როგორ განიცდის. რა თქმა უნდა, მისთვის არის ეს ყველაზე დიდი მორალური დარტყმა. მაგრამ ნახეთ, ეს არის მისი მორალური პასუხისმგებლობა, რომ მოვიდა და საჯაროდ მთელი საზოგადოების წინაშე ისმენს ყველაფერს - სადაც არის პასუხები, სცემს პასუხებს, სადაც არ არის პასუხები, ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ამაზე პასუხები.

ახლა რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. მე მინდა, ჩემს იურისტ კოლეგებს მოგმართოთ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, (რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიცია იქნება, თუ უმრავლესობა), ხალხმა, რომელიც კანონის შექმნაზე და მის დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს