არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას - ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო! რა კარავში შემიყვან? ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს

პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, მსჯელობა ხმაურით მიმდინარეობდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ.

„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა. მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ განცხადებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ წერილი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ანონიმური არ იყო.

ნიკა მელიას ფრაზას „კარავში შეყვანასთან“ დაკავშირებით, თალაკვაძის უკმაყოფილება მოჰყვა.

„ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო! რა კარავში შემიყვან? მე მეუბნები? ხოდა მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს“, - მიმართა მელიას თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მინისტრი პარლამენტში არის, ამ მძიმე საუბარს ისმენს, ამ ბრალდებებს პასუხობს და „ამ ემოციურ ფონზე ძალიან განიცდის ყველაფერს“.

„წერილი, რომელშიც არის სახელი, გვარი, მისამართი, მოცემულია ყველა სათანადო რეკვიზიტები, დიახ, შესაძლოა, უნდა გადაემოწმებინა ეს სამინისტროს, მაგრამ ამ წერილს რომ ანონიმურს უწოდებთ ეს არის თქვენი სპეკულაცია. დღეიდან პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ეს წერილები უნდა გადამოწმდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს