რომან გოცირიძე განათლების მინისტრს - როგორც მოხვედით საკუთარი ნებით, წახვალთ თუ არა საკუთარი ნებით?

როგორც მოხვედით საკუთარი ნებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, წახვალთ თუ არა საკუთარი ნებით?- ასე მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხელ ბატიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს უსმენდნენ.

რომან გოცირიძემ მინისტრი ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, გამოუცდელობაშიც დაადანაშაულა.

„თქვენ ეს დაგავალეს, გამოუცდელი ხართ ამ სფეროში. სხვების მიღებულ ცუდ გადაწყვეტილებას იმკით ახლა თქვენ, ამიტომ მე გეკითხებით, როგორც მოხვედით საკუთარი ნებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, წახვალთ თუ არა საკუთარი ნებით?!“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა