„ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამების დირექტორი - ფაქტების შემოწმების საქმეს კარგად ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც - ჩვენს ანგარიშზე თავდასხმა უსამართლოა

იქნება კრიტიკა, მაგრამ ძლიერი დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება ასეთი კრიტიკით და ჩვენს ანგარიშზე თავდასხმა უსამართლოა, - ასე გამოეხმაურა “ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროსთან საუბარში „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, მარკ ბერენტი საქართველოში ანგარიშის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მეთოდოლოგია და ანგარიშის შედგენის პროცესი გამჭვირვალეა და მისი მეთოდოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რა განაპირობებს რეიტინგში ქულების ცვლილებას. ამას შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ. თუკი ფაქტები შეგვეშლება, ცხადია, ისინი უნდა შევასწოროთ. მაგრამ, ჩვენ ფაქტების შემოწმების საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც“, - განაცხადა ბერენტიმ.

მისივე თქმით, საქართველო, როგორც რეგიონში წარმატებული ქვეყანა, უფრო უკეთ უნდა უმკლავდებოდეს კრიტიკას.

„იქნება კრიტიკა, მაგრამ ძლიერი დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება ასეთი კრიტიკით და ჩვენს ანგარიშზე თავდასხმა უსამართლოა. თუმცა ყოველთვის, როცა ასეთ ანგარიშს აკეთებ, მუდმივად არის მსგავსი გამოწვევები მეორე მხარისგან და ესეც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა“, - ამბობს ბერენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო