რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება

რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სადგურის საშუალებით ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციების შემცველობა.

„ავტომატური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ პორტალზე - http://air.gov.ge აისახება.

ახალი პორტალი - http://air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი განხორციელდება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა