მაიკ პომპეო - საერთაშორისო საზოგადოებამ ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა აღადგინოს

საერთაშორისო საზოგადოებამ ირანთან მიმართებაში უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა აღადგინოს, რათა ირანის სარაკეტო პროგრამა შეაკავოს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„ირანი უგულებელყოფს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, აუმჯობესებს თავის შესაძლებლობებს ბალისტიკური რაკეტების შემუშავების კუთხით. ჩვენ უნდა აღვადგინოთ უფრო მკაცრი საერთაშორისო შეზღუდვები, რათა ირანის სარაკეტო პროგრამის შეკავება მოხდეს“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „ირანის მიერ რაკეტის გაშვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება არანაირად არ აჩერებს ირანის სარაკეტო პროგრამას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო