რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

ათი არასამთავრობო ორგანიზაცია სოფო კილაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პრესსამსახურში განუცხადეს, კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს პარლამენტის შენობასთან გაიმართება, სახელწოდებით: „მინდა დაგიცავ, მინდა არა“.

აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სოფო კილაძე ხშირად აკეთებს სიძულვილის შემცველ განცხადებებს, რაც საზოგადოებაში სიძულვილის წახალისებას უწყობს ხელს. შესაბამისად, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ სოფო კილაძე ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს.

სოფო კილაძის კომენტარი გახლავთ - „მინდა დაგიცავ, მინდა არა“. მან ეს თავის საჯარო განცხადებებში თუ დისკუსიებში არაერთხელ გამოავლინა. მისი კომენტარები აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებითაც. მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიები ხშირად შეიცავდა სიძულვილის ენას, რაც საზოგადოებისთვის სიძულვილის წამახალისებელი ხდება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სოფო კილაძე, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, არ არის შესაფერისი აღნიშნული თანამდებობისთვის და ვითხოვთ მის გადადგომას“, - განაცხადა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ კურატიშვილმა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები არიან შემდეგი არასამთავრობო ორგანიზატორები: „თანასწორობის მოძრაობა“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“; „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საფარი“; „მწვანე ალტერნატივა“; „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“; „ქალთა მოძრაობა“; . „ქალთა მზერა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა