სენატორი მარკო რუბიო - ამერიკიდან ვენესუელასთვის გაგზავნილი 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ამჟამად კოლუმბიაშია

ვენესუელასთვის ათობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება აშშ-დან კოლუმბიაში ჩაიტანეს, რომელიც ვენესუელას მოსაზღვრე ქვეყანაა, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მარკო რუბიომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ამერიკიდან გაგზავნილი 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ამჟამად კოლუმბიაშია. ვენესუელას სამხედრო ხელმძღვანელობის მომავალი ნიკოლას მადუროს შემდგომ პერიოდში დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუშვებენ თუ არა ისინი იმას, რომ ეს დახმარება ვენესუელელმა ხალხმა მიიღოს“, - განაცხადა სენატორმა რუბიომ.

ჰუმანიტარული ტვირთის პირველი კონტეინერები კოლუმბიის ქალაქ კუკუტაშია, რომელიც ვენესუელას ესაზღვრება.

ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ 2 თებერვალს განაცხადა სამი პუნქტის გახსნის შესახებ, საიდანაც უცხოური ჰუმანიტარული დახმარების მიღება მოხდება.

თავის მხრივ ნიკოლას მადურომ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ინიციატივა „ოლიგარქიის ცუდი და იაფფასიანი შოუა“ და მოქალაქეებს მოუწოდა უარი თქვან ამ დახმარებაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს