სოფო ქაცარავა აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილ რეზოლუციაზე - ეს არის საქართველოს მიმართ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა

ეს არის ნამდვილად უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა, - ასე შეაფასა პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუცია.

„ეს არის ნამდვილად უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, იმ მოვლენებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომლის მომსწრეებიც ვართ ჩვენ. ნამდვილად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“,-განაცხადა სოფო ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა.

„ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”) - სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს