ირაკლი ჩიქოვანი - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა და მნიშვნელოვანია, რომ კონგრესში ასეთი რეზოლუციის ინიცირება მოხდა

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეზოლუციის ინიცირება მოხდა ამერიკის კონგრესში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული მიმართულებით ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში არსებობს, გრძელდება და აქვს აბსოლუტურად მრავალმხრივი გამოვლინება. ჩვენი პატრნიორობა კვლავაც გაგრძელდება, საქართველოს ჰყავს კარგი მეგობრები, როგორც ამერიკის კონგრესში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ყველა აღიარება, რაც არსებობს ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, არის ყველა საერთაშორისო სამართლის პრინციპის აბსოლუტური ფუნდამენტური დარღვევა, საზოგადოება და მთელი მსოფლიო ამას არასოდეს შეეგუება, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებას.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა