ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დახურულ სხდომაზე არ მივიდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე მათთან ფრაქციის დახურულ სხდომაზე არ მივიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, კახაბერ გვანცელაძესთან შეხვედრა მედიის გარეშე, გუშინ ჰქონდათ ჩანიშნული. მისი თქმით, ამჯერად ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს გვანცელაძეს, თავად აირჩიოს შეხვედრის დრო და ადგილი.

„ჩვენ გვინდოდა კონსტრუქციულ რეჟიმში, მედიის გარეშე შევხვედროდით გვანცელაძეს. მივწერეთ წერილი, ისე, რომ არაფერი არ გაგვისაჯაროვებია და არ გვითქვამს, რომ გუშინ შეხვედრა უნდა ყოფილიყო. თემები წერილში მითითებული გვქონდა. კერძოდ, პიროტექნიკით ბავშვები რომ დაშავდნენ, იმ საბავშვო ბაღში დირექტორი ისევ თანამდებობაზეა. გვაინტერესებდა ამ მიმართულებით რა ხდება. ასევე, კითხვები გვქონდა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ბაღის აღმზრდელის დაკავების ფაქტი რომ მოხდა, ასევე საბავშვო ბაღებში კვების საკითხებზე. კერძოდ, დღესაც ბაღებში შედის ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი, არასერტიფიცირებული რძე და ყველი. ამ თემებთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები, თუმცა გუშინ გვანცელაძე არ მოვიდა. ახლა უკვე საჯაროდ გავაკეთეთ განცხადება და წერილიც მივწერეთ. თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი შეხვედრის დრო და ადგილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა