რომან გოცირიძე - გაგვიმტკიცდა აზრი, რომ განათლების მინისტრი მძევალია და მას კულისებიდან მართავენ

ჩვენ უკვე გაგვიმტკიცდა ის აზრი, რომ განათლების მინისტრი ფაქტობრივად არის მძევალი, მას მართავენ კულისებიდან და გადაწყვეტილებები არ მიიღება მის მიერ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალება და რეფორმის ამგვარი კონფიგურაცია, რომელიც უნდა გატარდეს განათლების სამინისტროს მიერ, აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სისტემა არ იმართება სწორად და მინისტრი უნდა გადადგეს.

„გუშინ ფაქტობრივად გამოჩნდა, რომ ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაეცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა ანონიმური წერილის საფუძველზე ის რეპრესიები, რამაც შემდეგ მიგვიყვანა ამ უბედურ შემთხვევამდე. რაც შეეხება ამ განხილვების პოლიტიკურ ნაწილს, ჩვენ უკვე გაგვიმტკიცდა ის აზრი, რომ მინისტრი ფაქტობრივად არის მძევალი, მას მართავენ კულისებიდან და გადაწყვეტილებები არ მიიღება მის მიერ. ამიტომ, მისთვის უმჯობესია თანამდებობიდან გადადგეს. რაც შეეხება განათლების რეფორმას, აქაც გაუგებარია ვისი იდეაა ეს, არის თუ არა ეს იდეა სამინისტროში დამუშავებული, რა დაედო საფუძვლად იმ ცვლილებებს, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუარესოს განათლების ხარისხი. ფაქტობრივად ჩვენ ვდგავართ სერიოზული რისკის წინაშე, თუკი ეს ექსპერიმენტები იქნება დანერგილი. მთლიანობაში, როგორც უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა ია კერზაიას გარდაცვალება და მეორეს მხრივ, რეფორმის ის კონფიგურაცია, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ განათლების სისტემა არ იმართება სწორად და მინისტრმა უნდა დატოვოს თანამდებობა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო