დავით ჭიჭინაძე - იმდენად განსხვავებულია ღირებულებები, რომ უმრავლესობის  ნაწილის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია

იმდენად განსხვავებულია ღირებულებები, რომ უმრავლესობის ნაწილის გუნდიდან წასვლა გარდაუვალია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ბესელიას გუნდი წასვლის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს და ნაკლებად არის მოსალოდნელი, ისინი გარიცხონ.

„თქვენ მოისმინეთ ლევან გოგიჩაიშვილის და ზაქარია ქუცნაშვილის ეთერში გაკეთებული განაცხადებები. როგორ შეიძლება ამ ხალხის ერთ გუნდად წარმოდგენა, მე ნამდვილად გამიჭირდება. უმრავლესობა არ არის ერთგვაროვანი. დარწმუნებული ვარ, იმდენად განსხვავებულია ღირებულებები, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. არ მგონია, გარიცხვა იყოს. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. გამრიცხეს პარტიიდან, უმრავლესობიდან და ფრაქციიდან. არ მგონია, დამფუძნებლების ასე გარიცხვა ადვილი იყოს, მით უმეტეს იმ ადამიანების, რომლებმაც პარტია შექმნეს. ალბათ, უფრო გარკვეული ნაბიჯი იქნება ამ ჯგუფიდან. ალბათ, ისინი დატოვებენ უმრავლესობას. შეიძლება ამ პროცესს თებერვალი დასჭირდეს. ვთვლი, რომ სანამ არსებობს რესურსი, მეტი ხალხი გადმოიყვანო შენს ჭკუაზე ამ კანონთან დაკავშირებით, მანამდე შიგნით უნდა იმუშაო. გაბუტვას და წამოსვლას ყოველთვის მოასწრებ",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, წაუყენა თუ არა ულტიმატუმი ბიძინა ივანიშვილმა გედევან ფოფხაძეს, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ არ იცის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა