ფრანცის რუნი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ბრძოლა საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან და ჩვენს იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გაყინული კონფლიქტების სახით რუსეთმა წარმოქმნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ამის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ფრანცის რუნიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონგრესმენის თქმით, აშშ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიაღწია.

მისი განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.

„რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს რთულ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის და როცა ხმის მიცემის დრო დგება, ცხადი ხდება, თუ რატომ უნდა მისცენ ხმა საქართველო- აშშ-ს ურთიერთობების მხარდამჭერ კანონპროექტს,“ - აღნიშნა ფრანცის რუნიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო