სერგო რატიანი მიხეილ ბატიაშვილს - ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, მეგობრები უნდა გირჩევდნენ

ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, მეგობრები უნდა გეუბნებოდნენ თქვენ უნდა გადადგეთ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.

პლენარულ სესიაზე, სადაც დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა სიტყვით დეპუტატი სერგო რატიანი გამოვიდა.

,,აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელსაც არ დაუწყია გამოძიება 53-ე სკოლის მოსწავლეების საქმეზე, დღემდე გყავთ სამსახურში. ამ აუდიტის სამსახურმა გააკეთა ის, რაც მოხდა ზუგდიდში: შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. თქვენ ხელი მოაწერეთ ანონიმურ წერილს, სადაც ეწერა, რომ თქვენ ხართ აღმაშენებელი და ვიღაც უწმინდურებმა დანიშნეს ქალბატონი ია კერზაია დირექტორად. ეს იყო პოლიტიკური და ანონიმური წერილი, რომელსაც ხელს აწერდა ვინმე ლავრენტი, ლავრენტი რომელიც ყოველთვის იყო და არის მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში. იცით რა უნდა გექნათ თქვენ? გეთქვათ: შეისწავლეთ ეს წერილი, საკმარისია დაგერეკათ რესურსცენტრებში და გაგერკვიათ. ადამიანი გთხოვდათ დახმარებას და თქვენ გაუშვით სპეცრაზმი. ამის შემდეგ ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, მეგობრები უნდა გეუბნებოდნენ თქვენ უნდა გადადგეთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა