ნიკა მელიამ მიხეილ ბატიაშვილს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა

თქვენ არა მინისტრი, არამედ ჩვეულებრივი დამნაშავე ხართ - ია კერზაია სისტემამ იმსხვერპლა! - აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მიმართა.

როგორც მელიამ განაცხადა, პოლიტიკური რეპრესიები ქალაქ ზუგდიდში მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო და იქ შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა.

მელიას ინფორმაციით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში სპეცჯგუფი მას შემდეგ მიავლინეს, რაც სკოლის დირექტორმა ია კერზაიამ საარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

ნიკა მელიამ ბატიაშვილს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

„გუშინ ია კერზაიას ტრაგიკული საქმის საპირწონედ მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე სკოლის მოქმედი დირექტორები, “ქართული ოცნების“ აქტივისტები მოიყვანა, რომელთაც ერთადერთი ფუნქცია ჰქონდათ - როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი დაიწყებდა საუბარს, გამოსვლა შეეწყვეტინებინათ. მათგან ისმოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და 9 წელი, 9 წელი. ეს ნორმალურია?! სამარცხვინო იყო ის, რაც გუშინ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ვიხილეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები გრძელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს