„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისში კრებები ჩატარდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისში კრებები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის გუბერნიიდან აცნობეს, 7 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, პირადად შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს და პრიორიტეტული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ მუშევანში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით გარე განათების ქსელი მოეწყობა. წელსვე, სოფლამდე მისასვლელი გზაც მოწესრიგდება. დასრულდება სოფელში არსებული რიტუალების სახლის კეთილმოწყობა და შემოიღობება გარე პერიმეტრი. შეხვედრის მიმდინარეობისას, სკოლის რეაბილიტაციის საჭიროების შესახებაც ისაუბრეს - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მოსახლეობას საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

სოფელ ბალიჭში დღეს მიმდინარე კრების ფარგლებში, მოსახლეობამ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა. წელსვე, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, 750 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება იგეგმება.

დაბა კაზრეთის მცხოვრებლებმა კი პრიორიტეტად, კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი დაასახელეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების გარდა, 2019 წელს ადგილზე დაგეგმილია შიდა გზების მოასფალტება, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობა. მოსახლეობამ, სასწრაფო-სამედიცინო პუნქტისა და პროფესიული სასწავლების ფუნქციონირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაბის მცხოვრებლებს, კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა