გია ჟორჟოლიანი - უნივერსიტეტების ავტონომია კარგია, მაგრამ კომპეტენციის გარეშე ავტონომიურობამ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოიტანოს

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტების ავტონომია კარგია, მაგრამ კომპეტენციის გარეშე ავტონომიურობამ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოიტანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ უნივერსიტეტებში პოლიტიკურად ანგაჟირებული პროფესორები არიან, ავტონომიის მინიჭება სტაგნაციას გამოიწვევს.

„ავტონომია უნივერსიტეტს სჭირდება იმისათვის, რომ იქ არ იყოს იდეოლოგიური შეზღუდვები და არ იყოს პოლიტიკური პრეფერენციებით შეზღუდვები. თუ ჩევნ დარწმუნებულები არ ვართ, რომ იქ მაღალი ხარისხის და მართლაც ავტონომიურად მოაზროვნე პროფესორები არიან და იქ არის პროფესურა, რომლებიც პოლიტიკურად, იდეოლოგიურად და ასე შემდეგ ანგაჟირებულია, ორგანიზაციული ავტონომიის მეშვეობით ჩვენ ვამყარებთ სტაგნაციას, რაც ხელს უშლის რეალურად აზროვნების ავტონომიურების დამკვიდრებას.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა კომპეტენციები აქვთ იმ ჯგუფებს, ადამიანებს და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გინდა თუ არა თქვენს თავზე აიღეთ რაღაც. ჯერ მხარი დავუჭიროთ, ჯერ კომპეტენცია შევძინოთ. რა თქმა უნდა, ავტონომია კარგია, მაგრამ კომპეტენციის გარეშე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოიტანოს,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა