აკაკი ბობოხიძე - ოჯახში შეიძლება გადაწყდეს ვინ გააკეთებს სადილს, მაგრამ ფრაზა „ჭიდაობის ოჯახში გადაწყდება“, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტი

ოჯახში შეიძლება გადაწყდეს ვინ გააკეთებს სადილს, მაგრამ ფრაზა „ჭიდაობის ოჯახში გადაწყდება“, ეს არის კრიმინალური საბჭოთა მენტალიტეტი, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ფრაზას ,,საკითხი ჭიდაობის დიდ ოჯახში მოგვარდება“.

,,ოჯახში შეიძლება გადაწყდეს ცოლი და ქმრიდან ვინ გააკეთებს სადილს ან ვინ გარეცხავს სარეცხს, მაგრამ არ შეიძლება ოჯახში გადაწყდეს ცოლი მოკლავს თუ არა ქმარს. არ შეიძლება ოჯახში, სამეზობლოში გადაწყდეს საკითხი, როდესაც მეგობრები ჩხუბობენ. ბატონებო ოჯახში შეიძლება გადაწყდეს პირადი ურთიერთობები, მაგრამ როდესაც დეპუტატები ამბობენ ,,ჭიდაობის ოჯახმა გადაწყვიტოს“ ეს მიუღებელია. ბატონებო, კორუფციულ თემებზეა საუბარი და ეს უნდა გადაწყვიტოს ოჯახმა? ეს არის კრიმინალური საბჭოთა მენტალიტეტი, ეს არის მაფიოზური მენტალიტეტი და რაც სამწუხაროდ, ფესვგადგმული იყო ყოველთვის სპორტში, ამიტომ დამოკიდებულება ,,ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს“, გთხოვთ დაივიწყოთ, რადგან ეს არის კორუფცია“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა