გია ჟორჟოლიანი - ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება პოლიტიკური სპეკულაციისთვის

დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო, თუმცა, ასევე მწუხარებას გამოვთქვამ იმის თაობაზე, რომ ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ სრულ თანადგომას უცხადებს განათლების მინისტრს.

„რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახს, თუმცა ასევე მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ამორალობა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, განათლების მინისტრის საუბარი და არგუმენტები მისთვის დამაჯერებელია.

„თუმცა, დავანებოთ ამას თავი. თუნდაც იქ ყოფილიყო რაღაც შეცდომები, რეაქცია ამაზე, რასაც გუშინაც ჰქონდა ადგილი და ახლაც აქვს, არის ამორალური. მინდა სრული თანადგომა გამოვხატო თქვენს მიმართ“, - მიმართა გია ჟორჟოლიანმა განათლების მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო