მარიამ ჯაში - განათლების მინისტრის გადადგომის საფუძვლებს ვერ ვხედავ

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის საფუძვლებს ვერ ხედავს.

როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, გუშინ განათლების კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ საშუალება, სრული ინფორმაცია მიეღოთ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე, თუ როგორ მოხდა გადაწყვეტილებების მიღება. მისი თქმით, მინისტრმა აბსოლუტურად ამომწურავად მიაწოდათ ინფორმაცია.

„ჩვენი მანდატიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩვენი განხილვების შედეგი გახლავთ ის სამი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც მე გუშინ გავაჟღერე. საბოლოო მიზანი გახლავთ, სკოლა და განათლების სისტემა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც საკმაოდ უხეში ჩარევა ხდებოდა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან სისტემებში და საჯარო უწყებებში. მსგავსი სისტემური ჩარევა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ხორციელდება. თუნდაც, კითხვების გაჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ერთი შემთხვევის მიმდინარეობას. სამი რეკომენდაცია, რომელსაც ვაწვდით სამინისტროს, გახლავთ: 1. მოხდეს უწყების შიდა რევიზია, რომ ანონიმური წერილებით განცხადების რეგისტრაციის უფლება არ ჰქონდეს პირს იდენტიფიკაციის გარეშე. 2. თავად მინისტრის მხრიდან შემოთავაზებული ინიციატივაა, ვიფიქროთ მონოტორიუმზე გენერალური ინსპექციის თუ აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით საარჩევნო პერიოდში; 3. ჩემი კოლეგიალური რჩევა გახლავთ მინისტრთან, ვერ დავუშვებთ, რომ განათლების სისტემასთან ასოცირდებოდეს ინსპექტირების სამსახური, რომლის გამოცდილებაც სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მინისტრმა უნდა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. ბუნებრივია ყველა გამოცდილ კოლეგას უნდა მიეცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში ინსპექტირების სამსახური უნდა გადავიდეს კოლეგიალურ მხარდაჭერაზე და ხარისხობრივი ინდიკატორებით შეფასების სისტემაზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო