რუსეთის პარლამენტის სპიკერი - აშშ დემოკრატიის პრინციპებს არღვევს, როდესაც სხვა ქვეყნებს, კერძოდ ვენესუელას, კარნახობს თუ ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი

აშშ დემოკრატიის პრინციპებს არღვევს, როდესაც სხვა ქვეყნებს, კერძოდ ვენესუელას, კარნახობს თუ ვინ უნდა იყოს მათი ლიდერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„გასული წლის მაისში ვენესუელელმა ხალხმა ნიკოლას მადურო ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ვენესუელაში ხელისუფლების წყარო ვენესუელელი ხალხია და არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი“, - განაცხადა რუსეთის პარლამენტის სპიკერმა.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ დემოკრატიის ყველა პრინციპებსა და საერთაშორისო ნორმებს არღვევს, როდესაც სუვერენულ სახელმწიფოებს კარნახობს თუ ვინ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად და როგორ უნდა იცხოვრონ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა