ოთარ კახიძე - სერგო მეთოფიშვილი ყოველთვის ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთებს და მომავალი ხელისუფლების დაკვეთებსაც შეასრულებს

სერგო მეთოფიშვილი არის სასამართლოს მმართველი ჯგუფის ერთ-ერთი მორჩილი წევრი, რომელსაც არანაირი მორალური უფლება არ აქვს იყოს მოსამართლე, რადგან ის არც ახლა არის დამოუკიდებელი, როგორც მოსამართლე და არც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, "მეთოფიშვილი ყოველთვის ასრულებდა ხელისუფლების დაკვეთებს და მომავალი ხელისუფლების დაკვეთებსაც შეასრულებს, თუ მას უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გავამწესებთ".

"ამიტომ უნდა შევიმუშავოთ ის კრიტერიუმები და პროცედურები, რაც არ მისცემს საშუალებას მეთოფიშვილისნაირ ფიგურებს, რომ სამუდამოდ დაიმკვიდრონ თავი მართლმსაჯულების სისტემაში. "ევროპულ საქართველოს" აქვს ინიციატივის თავისი პაკეტი, რომელიც გულისხმობს პარლამენტის როლის გაზრდას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს მმართველ კლანს არ ჰქონდეს მონოპოლია კანდიდატების დასახელებაზე; რომ არამოსამართლე წევრებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა პარლამენტს წარმოუდგინონ ის კანდიდატი, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრობისთვის შესაფერის კანდიდატად ჩათვლიან. რაც შეეხება მორატორიუმის საკითხს, ამას ვიზიარებთ, თუმცა, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი და არა ერთადერთი იმ რეფორმის, რაც არის გასატარებელი სასამართლო სისტემაში, რომ ჩვენ არ მივიღოთ სასამართლოს მმართველი კლანის, ივანიშვილის მორჩილი ჯგუფის მიერ შერჩეული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში",- განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ზეპარტიული საკითხია, რომ უზენაეს სასამართლოში არ მივიღოთ მორჩილი მოსამართლეები.

"ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოვოთ პოზიციები",- განაცხადა კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო