ნუკრი ქანთარია „ბავშვებისთვის მოტივაციის გაზრდის მიზნით, ოქროს ატესტატის შემოღების“ ინიციატივით გამოდის

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. იქნებ, ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ინიციატივა გამოთქვა, რომ ოქროს ატესტატის მქონე მოსწავლეს საშუალება ჰქონდეს ნებისმიერ უნივერსიტეტში უფასოდ ჩააბაროს.

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს