ლევან კობერიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის თქმით, ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა.

“მე ვფიქრობ, რომ გუნდის თითოეული წევრი არის ძალიან ძვირფასი ჩვენი მთლიანი უმრავლესობისათვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა არ დატოვოს დღეს უმრავლესობა, რადგან დღეს ძალიან ბევრი საქმე არის საკეთებელი ქვეყნისათვის. პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამართლიანი სასამართლოს თემა, ამიტომ თითოეული წევრის ყოფნა უმრავლესობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემი მოსაზრებით, საკმაოდ ბევრი რესურსი არის იმისათვის, რომ შეჯერდეს, დაახლოვდეს პოზიციები და გუნდის არც ერთმა წევრმა არ დატოვოს უმრავლესობა” , - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო