სოფიო კილაძე - უნარების ტესტებით გვაქვს ის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის ვისურვებდით? რა თქმა უნდა, არა

ამ უნარების ტესტებით გვაქვს ის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის ვისურვებდით? რა თქმა უნდა არა, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ბავშვებს ცხოვრებისთვის და პროფესიისთვის უნდა ამზადებდეს განათლების სისტემა და არა გამოცდებისთვის.

„აქამდე სისტემა იყო მიმართული გამოცდების ჩაბარებისკენ. მთელი სასწავლო სისტემა ემზადებოდა იმისთვის, რომ გამოცდები ჩაებარებინათ. მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ბაღებიდან ბავშვებს ამზადებენ ცხოვრებისთვის, პროფესიისთვის, ამზადებენ იმისთვის, რომ ისინი იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ასეთი განათლების სისტემა იღებს მხოლოდ ისეთ შედეგებს, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ მაგალითად აშშ-ში, გერმანიაში და ა.შ. ჩვენ გვჭირდება ბავშვები მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის. მგონი ეს ძალიან სწორადაა დანახული სამინისტროს მხრიდან. მაშინ, როდესაც თქვენ შემოიღეთ ეს უნარების ტესტი, ამან სადამდე მიგვიყვანა? დღეს, ამ უნარების ტესტებით გვაქვს ის შედეგი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის და ბავშვებისთვის ვისურვებდით? რა თქმა უნდა არა. ჩვენ დღეს ვდგავართ და ვფიქრობთ რა მოვუხერხოთ იმ განათლების სისტემას, რომელიც თქვენგან დაგვრჩა მემკვიდრეობით და აქამდე ვერ მოვახერხეთ გაგვეუმჯობესებინა და გაგვეჯანსაღებინა. კვლევა, რომელიც განათლების სამინისტრომ წარმოადგინა, მაფიქრებინებს, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილება. უნარების ტესტებში სოფელს და ქალაქს შორის ბავშვების შედეგების კუთხით ძალიან დიდი განსხვავება რომ არის, ეს სწორედ ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ გვჭირდება თანასწორობის უზრუნველყოფა განათლების სისტემაში“, - განაცხადა კილაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა