ეკა ბესელია - ჩვენი ინიციატივა, რომელმაც იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა, იმას  ნიშნავს, რომ მათ მოსამართლეთა უვადო განმწესება უნდა შეაჩერონ

ჩვენი ინიციატივა კონსტიტუციიდან არის გამომდინარე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების ძალიან მაღალ სტანდარტებს, მათი უვადოდ განწესება არ უნდა მოხდეს.

„ჩვენი ინიციატივა, რომელმაც ძალიან გაანერვიულა და ააღელვა იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი, ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა შეაჩერონ მოსამართლეთა უვადო განმწესება და უნდა დაელოდონ პარლამენტს, ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს ახალ სამართლებლივ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, დაინიშნონ ხელახლა. ჩვენი ინიციატივა კონსტიტუციიდან არის გამომდინარე. კონსტიტუციის ახალი ცვლილებით, 2025 წლამდე შეიძლება უვადოდ განწესება არ მოხდეს და გამოყენებულ იქნას გამოსაცდელი ვადა. ჩვენ გვინდა, რომ განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ახალი მოსამართლეები შემოვიდნენ სისტემაში, რომლის შემდეგ გაჯანსაღდება არსებული სისტემა და ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერების ძალიან მაღალ სტანდარტებს, მათი უვადოდ განწესება არ უნდა მოხდეს. ჩვენი ინიციატივა არის ე.წ მონატორიუმი, პაუზა, რომელიც გულისხმობს, რომ უვადოდ განწესება მოსამართლეების უნდა შეჩერდეს და ახალ სამართებლივ ნორმებზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც უპასუხებს ყველა კითხვას, რაც კი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება. შემდეგი ჩვენი ნაბიჯი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება უკვე იმ მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც უკვე არიან უვადოდ დანიშნული, თუ როგორი უნდა იყოს ხედვა. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ. დღეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებობს ძალიან დიდი კრიტიკა, რომ იკეტება სისტემა არსებული წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეებით და არ ხდება ახალი კადრების შემოსვლა. ჩვენი ხედვაა, რომ სისტემა უნდა გაიხსნას ახალი მოსამართლეებისთვის, ის ვისაც აქვს წარსულში მძიმე პოლიტიკური უკანონო გადაწყვეტილებები გამოტანილი, მათი დატოვება სასამართლოში გამოიწვევს ამ უნდობლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი გეგმაც და გრძელვადიანი ხედვაც და აი, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ” , - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეების მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე პროცესის შეჩერებას გულისხმობს, დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს