ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნულ ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სპორტულ აქტივობებში ჩართვის თაობაზე.

"საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაცია“ ასევე იღებს ვალდებულებას, დაინტერესების შემთხვევაში, შეღავათიანი პირობებით მოემსახუროს უწყების ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და „საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა კობა ტყეშელაშვილმა მოაწერეს.

„გვინდა, რომ ახალგაზრდები მოვწყვიტოთ ქუჩას, ნარკომანიას და რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთოთ სპორტში“, - განაცხადა „საქართველოს პანკრატიონის, გრეფლინგის და ბეთლ რესლინგის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტმა კობა ტყეშელაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს