სერგი კაპანაძე განათლების მინისტრს - დარღვევა ყოფილა თურმე, რომ წყალი არ იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში - ამის შესახებ ია კერზაიამ რესურსცენტრს თავად აცნობა

თქვენ საუბრობდით, დარღვევა ყოფილა თურმე, რომ წყალი არ იყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში. ამ დარღვევაზე ია კერზაიამ რესურსცენტრს თავად აცნობა და დახმარება ითხოვა,“ - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კაპანაძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მინისტრ ბატიაშვილის თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიკვეთა.

„გუშინ თქვენ აქ განაცხადეთ, რომ თურმე ამ სკოლას ჰქონდა დარღვევები და კომიტეტზე ჩამოთვალეთ ეს დარღვევები. ახლა მე მინდა ეს დარღვევები სათითაოდ გავიარო. დარღვევა ყოფილა თურმე, რომ წყალი არ იყო სკოლაში. ამ დარღვევაზე ია კერზაიამ რესურს ცენტრს აცნობა, რომ დაზიანება იყო, დამშრალი იყო ჭა. თავად ითხოვა დახმარება, ნოემბერში გაგზავნილი წერილი არსებობს ამასთან დაკავშირებით.

მეორე თემა ახსენეთ, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყოო. შესაღებ სამუშაოებზეა საუბარი, რომელზეც ხელოსანი რომ მოიყვანა ქალბატონმა იამ, იმან მოსთხოვა 500 ლარი. ია კერზაია ადგა და სკოლის ბიუჯეტიდან 500 ლარი კი არ დახარჯა, 150 ლარად დარაჯს შეაღებინა. ის 350 ლარი შეინახა იმისთვის, რომ ზამთარში გათბობა ჰქონოდათ ბავშვებს და თქვენ მოხვედით და თქვით, რომ ეს ყოფილა ინტერესთა კონფლიქტი.

გუშინ შეეცადეთ იმის ახსნას, რომ თურმე რაღაც ქირავნობასა და ფართზე იყო პრობლემა. თვითონ გაცნობათ ამის შესახებ, წერილი მისწერა 24 ოქტომბერს, რომ ასეთ რაღაცას აპირებდა და იკითხა შეიძლებოდა თუ არა. საუბარია იმაზე, რომ ცეკვის ჯგუფი შესულიყო ხოლმე რაღაც პერიოდით იმ ტერიტორიაზე. ეს თურმე იმხელა დარღვევა ყოფილა, რომ იმსახურებდა იმ რეაქციას სამინისტროს მხრიდან,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო