სოციალური მუშაკებისთვის მისაცემი საქმეების რაოდენობა კანონით განისაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნინო ოდიშარიას განცხადებით, იმ საკითხებზე, რაზეც სოციალური მუშაკებს დღეს უწყებაში წერილი შეაქვთ, სამინისტრომ მუშაობა ერთ წელზე მეტია, დაიწყო.

მისივე თქმით, კანონით განისაზღვრა ერთმა სოციალურმა მუშაკმა რა რაოდენობით საქმეებზე უნდა იმუშაოს და ის 2021 წლიდან შევა ძალაში.

“ამ საკითხებზე ჩვენ სისტემური მუშაობა დავიწყეთ 2018 წლის დასაწყისში. 2018 წლის შუაში უკვე გვქონდა სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი, რასაც მოჰყვა სამოქმედო გეგმა, რომელიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა უწყებებმა უნდა შეასრულონ, სადაც ასევე, სოციალური მუშაკები იქნებიან. სამინისტროში ასევე ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკზე იმუშავებს. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა ისე გავმართოთ, რომ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი სერვისები მივაწოდოთ. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობისთვის იმ სერვისების სწორად მიწოდება, რომლებიც ახლა გვაქვს და სამომავლოდ ვგეგმავთ. სოციალური მუშაკებისთვის მისაცემი საქმეების რაოდენობა კანონით უკვე განსაზღვრულია და 2021 წლიდან ის 50 იქნება. მანამდე ჩვენ საქართველოში იმ რაოდენობით სოციალურ მუშაკი არ გვყავს, რომ ეს საქმეები შეასრულონ. მანამდე გაწერილია ზუსტად ის გეგმა, რომლის მიხედვითაც ძველი სოციალური მუშაკები უნდა გადამზადდნენ, ხოლო ახლებმა უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრონ და შემოგვიერთდნენ”,- აღნიშნა ნინო ოდიშარიამ.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა სოციალური მუშაკების ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უწყების თვითმიზანს არა ვინმეს ხელფასის ზრდა, არამედ მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდება წარმოადგენს.

“გარდა იმისა, რომ სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი მივიღეთ, დავიწყეთ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია. თვითმიზანი ვერ იქნება ვინმეს ხელფასის გაზრდა ან მოკლება, თვითმიზანი არის ის, რომ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი მომსახურება მივაწოდოთ”,- აღნიშნა მან.

სოციალური მუშაკები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს შეიტანენ წერილს, რომელშიც მათი სამუშაო პირობების შესახებ მოთხოვნებია გაწერილი. სოციალურ მუშაკთა და იურისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, წერილის შეტანის შემდეგ, უწყებას მიეცემა 21 დღის ვადა, რათა საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაფიცვას გეგმავენ.

იხილეთ ვიდეო: სოციალური მუშაკებისთვის მისაცემი საქმეების რაოდენობა კანონით განისაზღვრა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს