თამარ ჩუგოშვილი - ჩემი ამოცანაა ღია, კონკურენტული პროცესის შედეგად ავარჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში

ჩემი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით არის სრულიად ნათელი და მკაფიო. ჩემი ამოცანა ამ პროცესში არის ის, რომ ღია, კონკურენტული პროცესის შედეგად ავარჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. დანარჩენი არაფერი მაინტერესებს. ვისაც თავისი პრაგმატული მიზნები აქვს, ამას როგორ განახორციელებს, ეს მისი საქმეა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, ვანო ზარდიაშვილი არის თუ არა მოსამართლეების ლობისტი, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონია ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უვადო მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინიციატივაა, ჩუგოშვილი ამბობს, რომ გასარკვევია იძლევა თუ არა ამის საშუალებას კონსტიტუცია.

"ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, უკეთესად გავერკვეთ იძლევა თუ არა ამის შესაძლებლობას კონსტიტუცია. ეს ინიციატივა გულისხმობს სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას. აქ შეიძლება იყოს ორი ინტერესი. ერთი არის ის, რომ მეტი მოსამართლე სჭირდება სასამართლო კორპუსს და ქვეყანას, ვიდრე ჰყავს და ამ მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს ისე, რომ მაქსიმალურად კარგი ადამიანები შეირჩნენ. ასევე გვჭირდება ის, რომ მოსამართლეები, რომლებიც ახლა გამოსაცდელ ვადაზე არიან, არიან კეთილსინდისიერები, მშრომელები, აკეთებენ საქმის უდიდეს ნაწილს, მათ ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ უვადო დანიშვნაზე. ბუნებრივია, რომ მათ არავინ ერჩის და არ უპირებს გამოსაცდელ ვადაში ყოფნას იმაზე მეტი ხნით, ვიდრე მათ ეკუთვნით.

კანონპროექტი უკეთ უნდა ვნახო მე თვითონ, რომ წარმოდგენა მქონდეს, რა ნაწილს ფარავს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო