მარიამ ჯაში - ზოგადი უნარების ტესტების სავალდებულო სიიდან ამოღება გამართლებულია, რადგან ის არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსწავლეებს

სოციალურად დაუცველი ბავშვები ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების მომენტში არათანაბარ პირობებში იყვნენ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზოგადი უნდარების გამოცდის ჩაბარების მიზნით, მშობლებს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაწევა.

„არაერთგვაროვანი კრიტიკა ჟღერდება გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით. იმ ფორმით და იმ სისტემით, რომლითაც არსებობდა საატესტატო გამოცდები, აბსოლუტურად ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს. ზოგადი უნარების ტესტების სავალდებულო სიიდან ამოღებაც ასევე აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ის არათანაბარ პირობებში აყენებდა ჩვენს მოსწავლეებს. დღეს აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგადი უნარების ტესტი იყო ერთადერთი საშუალება იმისა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო განათლება. მე ვფიქრობ, აღნიშნულ ფორმულირებაში გვაქვს ალოგიკური ბმა, რადგან სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები იდგნენ არათანაბარ პირობებში, გამოცდის ჩაბარების მომენტში. სკოლა არ აძლევდა მათ მომზადების საშუალებას, ნებისმიერ მშობელსა და მოსწავლეს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაღება ამ გამოცდის ჩასაბარებლად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო