იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, ლევან მურუსიძისთვის გასაუბრების დროს მაქსიმალური 15 ქულის ნაცვლად დაწერილი 20 ქულა, მექანიკური შეცდომაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძისთვის გასაუბრების დროს ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასების დაწერას მექანიკურ შეცდომას უწოდებს. ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს გასუბრების დროს მაქსიმალური 15 ქულის ნაცვლად 20 ქულა დაუწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეობის კანდიდატს კეთილსინდისირებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით აფასებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც კანდიდატის შეფასებისას მაქსიმალური ქულა არის 15.

მოცემულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე ლევან მურუსიძე 98 ქულით შეაფასა. ზეპირი კომუნიკაციის უნარში მინიჭებული 20 ქულა არის მექანიკური შეცდომა, ვინაიდან შეფასების საბოლოო ქულათა ჯამი 100-ს არ აღემატება. აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა.

ინფორმაცია, თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი, კონფიდენციალურია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიიღო“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს გასაუბრებისას, „ზეპირი კომუნიკაციის“ უნარში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დაშვებულ ქულათა მაქსიმუმზე მეტი შეფასება დაუწერეს. სალაძე სოციალურ ქსელში შესაბამის დოკუმენტსაც ავრცელებს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ სიმაღლეებს იპყრობს... მიუხედავად იმისა, რომ "ზეპირი კომუნიკაციის უნარებში" შეფასების მაქსიმალური ქულა 15 იყო, მურუსიძეს 20 ქულა მიუღია. ვერაფერს იტყვი, მურუსიძის "ზეპირი კომუნიკაციის უნარი" ნამდვილად აღემატება დაშვებულ ქულათა მაქსიმუმს (ყოველ შემთხვევაში არაფორმალური კომუნიკაციის მაინც)“, - წერს სულხან სალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო