თამარ ჩუგოშვილი - წლების განმავლობაში შეწყალებების რაოდენობა ნორმალური არ იყო

შეწყალების კომისიის დაკომპლექტება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მე მასში ვერ ჩავერევი, დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილებას მიიღებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში შეწყალებების ტემპი და რაოდენობა ნორმალური არ იყო.

„შეწყალების კომისია წლების განმავლობაში ისეთი ტემპით მუშაობდა და ისეთი რაოდენობით იღებდა გადაწყვეტილებებს, რომ ალბათ, ისევ იმ ტემპს ვართ მიჩვეული. ეს ნორმალური ტემპი არ იყო და არც რაოდენობა იყო ნორმალური ამ შეწყალებების. თქვენ იცით, რომ შეწყალება ინდივიდუალური და საგამონაკლისო აქტია და იშვიათ შემთხვევაში ხდება. კომისიის დაკომპლეტება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და მე ვერ ჩავერევი. დარწმუნებული ვარ, მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან დაკავშირებით",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს