მიხეილ ბატიაშვილი - მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება

ამ დღენახევრის განმავლობაში მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება, - ამ სიტყვით დაასრულა საკუთარი გამოსვლა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ მას ჰქონდა „დე ჟავუ“, თითქოს 9 წლის წინ ცხოვრობდა“.

„ეს ყველაფერი გავლილია, დღენახევარი, რაც აქ ვარ, „დე ჟავუს“ შეგრძნება მაქვს - „დე ჟავუს“, თითქოს მე ვცხოვრობ დაახლოებით 9 წლის წინ. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა: მინდა მადლობა ვუთხრა ,,ქართულ ოცნებას“, რომ დღეს, როდესაც მე აქედან გავალ, მე არ ვცხოვრობ ისევ 9 წლის წინანდელ რეალობაში და ვცხოვრობ იქ, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება და ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ვუსმინოთ და ღირებული პასუხები გავცეთ. მე მჯერა, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, გზას, რომელიც მიმართულია რეფორმებისკენ, ალტერნატივა არ აქვს. ამ დღენახევრის განმავლობაში მე მოვისმინე კრიტიკა, ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება, რომელიც მიმართული იყო რეფორმისკენ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის მოისმინოს რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საღი აზრი და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო