„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში ვიდეო-ექსპერიმენტი წარადგინა, სადაც პარტიის წარმომადგენელი განათლების სამინისტროში ანონიმური წერილის შეტანას ცდილობს

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ვიდეო-ექსპერიმენტი წარადგინა, რომელშიც პარტიის წარმომადგენელი ცდილობს განათლების სამინისტროში ანონიმური წერილის შეტანას. ვიდეოს შესახებ სერგი კაპანაძემ ისაუბრა და მინისტრს მიმართა, რომ ლავრენტი ქირიას წერილი უწყებაში ვერ მოხვდებოდა თუ ეს შიგნიდან ორგანიზებული არ იყო.

„დღეს დილით გადავწყვიტეთ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, გავგზავნეთ ჩვენი წარმომადგენელი განათლების სამინისტროში, მიიტანა ანონიმური წერილი, ოღონდ წერილი, რომელსაც როგორც ქირიას ანონიმურ წერილზე, ისე ეწერა სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი. მაინტერესებდა, ჩაიბარებდნენ თუ - არა. განათლების სამინისტროში უპასუხეს, რომ წერილს თუ აბარებთ, რომელსაც სახელი, გვარი და მისამართი აწერია,მაშინ პირადი ნომერიც უნდა ეწერესო, ისე არ იბარებენ. თუ ანონიმურ წერილზეა საუბარი, მაშინ არაფერი არ უნდა ეწერესო. ქირიას წერილზე ეწერა სახელი და გვარი და ფიქტიური მისამართი. თქვენი საუბარი, რომ ვალდებული ხართ რეაგირება მოახდინოთ, ძალიან მარტივადაა მოკლეფეხებიანი ტყუილი. თქვენ სისტემაში არც მოხვდება ასეთი ტიპის წერილი, თუ ეს შიგნიდან ორგანიზებული არაა“, - განაცხადა სერგი კაპანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა