დიმიტრი პესკოვი - კრემლში დაუშვებლად მიიჩნევენ რუსი დამკვირვებლებისთვის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის შეზღუდვას

კრემლში დაუშვებლად მიიჩნევენ რუსი დამკვირვებლებისთვის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის შეზღუდვას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობის დონე დასწიოს.

„იცით, რომ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება იყო ამ სიტუაციის ირგვლივ ეუთო-ს მხრიდან, ვგულისხმობ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს რუს დამკვირვებლებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ჩვენც მივიჩნევთ, რომ რაიმე შეზღუდვის შემოღება დამკვირვებლებთან დაკავშირებით დაუშვებელია“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი დისკრიმინაციული ზომები, სავარაუდოდ, არჩევნების ლეგიტიმურობის დონის დაწევას გამოიწვევს.

ამასთან, პესკოვის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო