სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილს არც შესაძლებლობა გააჩნია, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს და საამისოდ არც გუნდი ჰყავს

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არც შესაძლებლობა გააჩნია, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს და არც გუნდი ჰყავს საამისოდ.

მისივე თქმით, ის უდიერად და არასწორად ეპყრობა ის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, შეწყალება.

“იცით ალბათ, რომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის მიმართ, მისი დამოკიდებულების მიმართ ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით. ეს გამოიხატა არამარტო ისეთ ნაბიჯებში, როგორიც იყო მაგალითად, კონკრეტული ინიციატივები, უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული პოზიცია, როგორიც იყო ავტოკეფალიასთან დაკავშირებული პოზიცია, არამედ ასეთ ნაბიჯებთანაც, თუ როგორ უდიერად, არასწორად ეპყრობა ის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, შეწყალება. ამიტომ მე არ მიკვირს და ველი, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებს ქალბატონი სალომე. მას არც შესაძლბლობა გააჩნია, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს და არც გუნდი ჰყავს საამოსოდ,” - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა