ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ხდება, პარლამენტში შევიდა

მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ხდება.

“ზოგადი განათლების შესახებ“ ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სრული ზოგადი განათლების მიღება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას გულისხმობს, რის საფუძველზეც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა. აღნიშნულ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად - სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხდება.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ კი, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატი გაიცემა. ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

პროექტის ავტორია განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა