ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები იყო.

„შეხვედრის მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო