რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოსახლეობას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მრევლს აღნიშნულ დღესასწაულს ულოცავს.

„დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, იყალთო და გელათი, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

საუკუნის წინ, 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ერთიან, ბედნიერ საქართველოს გისურვებთ“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა