მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავება და უფლების გარეშე სარგებლობა ფინანსური სანქციის დაკისრებას გამოიწვევს

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება. ცვლილებები ამ მიმართულებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის (გარდა თბილისის) ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით - დაჯარიმებას 2 - ათასი ლარით.

მოქმედი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვო დაკავება დაჯარიმებას იწვევს. თბილისის გარდა კი, სხვა მუნიციპალიტეტებს ამგვარ სამართალდარღვევებზე რეაგირებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობა არ აქვთ.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, გიორგი კახიანმა, მერაბ ქვარაიამ და კობა ლურსმანაშვილმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა