სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითები მომზადდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა „სახელმძღვანელო მითითებები - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმძღვანელო მითითებები შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ელი ივლისის №301 დადგენილების - „ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე.

სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინი) იხილეთ: სამინისტროს ვებგვერდზე: http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/9398 და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე: http://nfa.gov.ge/ge/informacia/informacia-biznes-operatorebistvis?fbclid=IwAR00sN57OwD4khi-uSyVSho38DyqrmoH1doxs_Fts5J65awe2b24pmb441

აღსანიშნავია, რომ ბიზნესოპერატორების ინფორმირების მიზნით, სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ.

2019 წლის 1 მარტიდან მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი ტექნიკური რეგლამენტით რეგულირდება. საყურადღებოა, რომ ეს მოთხოვნები ეხება როგორც ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, ასევე შეფუთვის ფორმას, შესაფუთ მასალას, სურსათის წარდგენას - როგორ და სად არის სურსათი განლაგებული და სურსათის რეკლამას. ეტიკეტისაგან განსხვავებით, სურსათის შესახებ ინფორმაცია უფრო ფართო ცნებაა და იგი მომხმარებელს შეიძლება მიეწოდოს როგორც ეტიკეტის, ისე ინტერნეტის, მორბენალი სტრიქონის, საინფორმაციო ბანერის, ბუკლეტის, ლიფლეტის, ვერბალური კომუნიკაციის ან სხვა საშუალებით.

რეგლამენტის მიზანია მომხმარებელს სურსათის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია, რაც მათ სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს.

სახელმძღვანელო მითითებები წარმოადგენს პრაქტიკული რჩევების და რეკომენდაციების ერთობლიობას, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბიზნესოპერატორებს და გაუადვილებთ მათ აღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო