გედევან ფოფხაძე - წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის

წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის, - ასე პასუხობს გედევან ფოფხაძე კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას.

"თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც რესურსი იწურება, მერე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი. წასვლაზე უფრო ადვილი არაფერი არ არის. მე ვთქვი კიდევაც, უმრავლესობის ბოლო სხდომაზე მისვლის შინაგანი განწყობა არ მქონდა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მივედი, ვიყავი, მოვისმინე განსხვავებული აზრი, ვთქვი ჩემი აზრიც. სანამ მექნება შესაძლებლობა, რომ ჩემი აზრი გავაჟღერო იქაც და თქვენთანაც, მე მზად ვარ, ეს ვაკეთო, მაგრამ საჯარო სივრცეში პოზიციის დასაბუთებისგანაც მე თავს ვერ შევიკავებ," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, მან და მისმა თანამოაზრე კოლეგებმა მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში „მათი გასაკეთებელი გააკეთეს“.

"ხშირად ვინ სად ვრჩებით, ამით ხდება არსებითი საკითხის გადაფარვა. ჩემთვის ეს არ არის მისაღები. მე მგონია, რომ უმრავლესობაში ჩვენი ყოფნით ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში (მოსამართლეების საქმე) და ახლაც ვაკეთებთ. უღირსი ადამიანების მოხვედრა უზენაეს სასამართლოში ეს არის კატასტროფა, ინსტიტუციონალური ნგრევა ქვეყნის. პარლამენტმა რა კანონებიც არ უნდა მიიღოს, რა მაღალი უფლებრივი სტანდარტიც არ უნდა დაადგინოს, სასამართლომ თუ სტანდარტი ვერ დაიცვა იმიტომ, რომ ღირსება, ან მორალი არ ყოფნის ამისთვის, არაფერი გამოვა. მე არავისკენ არ ვიშვერ ხელს, არაფერში არ ვადანაშაულებ, მე უბრალოდ ზოგადად ვსაუბრობ იმაზე, რომ სასამართლოში გვყავდეს ღირსეული ადამიანები. მიზანი არის უზენაესი სასამართლოს სწორი კონპლექტიზაცია“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა