დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მამა გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია - აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხთან დაკავშირებით აკრძალვა მოხსნილია. ამის შესახებ მამა ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საპატრიარქოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება იმას, რომ საპატრიარქოს განცხადება მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით საზოგადების ნაწილმა მუქარად აღიქვა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, ასეთი ინტერპრეტაცია სრულიად გადამეტებულია.

„განცხადებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის მიერ არის მიღებული. საუბარია იმაზე, რომ მღვდელმსახურს შეუძლია აზიაროს. მღვდელმსახურში იგულისხმება როგორც მღვდელი, ასევე მღვდელმთავარი. ასე რომ, ამ განცხადებით ეს აკრძალვა არის მოხსნილი. რადგანაც მამა გიორგის ბრალეულობის გარშემო დამოკიდებულება არაერთმნიშვნელოვანია, ამიტომ თავად გადაწყვიტოს იმ სასულიერო პირმა ზიარების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სულიერი პასუხსმგებლობა, რომელსაც ესა თუ ის სასულიერო პირი იღებს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ვინ აზიაროს და ვინ არა. საუბარი არ არის არანაირ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ აქ აჟიოტაჟი ზედმეტადაა შემოტანილი", - განაცხადა მამა ანდრიამ.

საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს