პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციის გარდა, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დატოვებასაც აპირებს

პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციის გარდა, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დატოვებასაც გეგმავს.

ნაცვლიშვილი “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ სახით არის წარმოდგენილი.

“ფრაქცია “სოციალ-დემოკრატები“ უმრავლესობაში რჩება. აქედან გამომდინარე, პარტიაც უმრავლესობაში რჩება, ამიტომ თუკი მე უმრავლესობას დავტოვებ, დავტოვებ ფრაქციას და პარტიასაც. მიღებული გადაწყვეტილებები თუკი მიბიძგებს, რომ დავტოვო უმრავლესობა, ასევე ფრაქცია და პარტია, ეს იქნება საწყისი იმისა, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად ვისაუბრებ საჭირბოროტო თემებზე. როდესაც ხარ გუნდის შიგნით და არის კონკრეტული საკითხები, რაზეც განსხვავებული აზრი გაქვს, ძალიან რთულია გუნდის წევრები აკრიტიკო. ეს არამარტო რთულია, არამედ გარკვეული თვალსაზრისით არც არის ლამაზი და ეთიკური. ამიტომ ამით მე უფრო მეტ თავისუფლებას შევიქმნი იმისთვის, რომ დღის წესრიგში ის საკითხები დავაყენო, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ბექა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა